Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას 12 მილიონი ევროთი დააფინანსებს

5a66efef9b787
BM.GE
23.01.18 12:16
958
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ევროკავშირის (EU) მიერ მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

პროექტის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა და გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს.

Subscribe to our news

Get the main news of the day