ევროკავშირი ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოში სოფლის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს.
11 აპრილს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია RDFG თეთრწყაროში სოფლის განვითარების პროექტს ოფიციალურად წარადგენს.
ღონისძიებას გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.
ღონიძიებაზე RDFG -ის წარმომადგენლები თეთრიწყაროს სამომავლო განვითარების გეგმას წარმოადგენენ. პროგრამა მიზნად ისახავს რაიონში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური მოდელის მეშვეობით, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი.