სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალურმა ღონისძიებამ დააგვირგვინა. საქართველო HIGHLANDER ADVENTURE-ის ახალი სახლი გახდა. ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს ჩატარდა 110-ზე მეტი როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი მოლაშქრე გააერთიანა და მათთვის ჯერ კიდევ უცნობის სვანეთი აღმოაჩენინა.
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარებული HIGHLANDER GEORGIA-ს ფარგლებში სვანეთს 300-400-მდე ვიზიტორი ესტუმრა. ამ პერიოდის განმავლობაში რეგიონში 50 000 ლარამდე პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.