ევროკავშირის ბაზარზე "გაზპრომის" წილმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, „გაზპრომის“ წილი ევროპულ ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება და დეკემბერში რუსული გაზის მიწოდებამ ევროპის ბაზრის მესამედი შეადგინა.
რუსული მედიის ცნობით, 2016 წელს „გაზპრომის“ მიერ სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდება დაახლოებით 179 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელს დაახლოებით 20 მილიარდი კუბური მეტრით აღემატება.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2016 წელს ევროპაში გაზის მოხმარება 469 მილიარდი კუბური მეტრიდან 488 კუბურ მეტრამდე გაიზრდება, თურქეთის კი 47,8-დან 45,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება.