ევროკავშირის მხარდაჭერით სოციალურ საწარმო კოდალას სივრცეში „სოციალური მეწარმეობის პროფესიული სკოლა" გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდებს ხეზე მუშაობის შესწავლაში დაეხმარება. სკოლაში გადამზადებულ ბენეფიციარებს კოდალას საწარმოში დასაქმების საშუალებაც ექნებათ.