Home
Category
TV Live Menu

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა 6 თვით გაახანგრძლივოს

5832e87ae5854
BM.GE
21.11.16 16:27
1345
ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომლის ვადაც 2017 წლის 31 იანვარს იწურება, სავარაუდოდ კიდევ ნახევარი წლით გაგრძელდება. როგორც Bloomberg წერს აღნიშნულის მიზეზი მინსკის არარეალიზებული შეთანხმებებია.

"სანქციის გახანგრძლივების სხვა ვარიანტები არ განიხილება", - ევროპის ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს სააგენტო.

2014 წლის ივლისიდან ევროკავშირი და აშშ ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ წერტილოვანი სანქციებიდან, რუსული ეკონომიკის მთელი სექტორების წინააღმდეგ სანქციებზე გადავიდა. ამის საპასუხოდ კი რუსეთმა იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირეს, შეზღუდვები დააწესა.

Subscribe to our news

Get the main news of the day