ევროკავშირმა ამერიკულ გიგანტს Amazon 250 მილიონი ევროს ($293 მილიონი) ოდენობის ჯარიმა დაუწესა და განაცხადეს, რომ ამერიკული კორპორაცია გადასახადების გადახდას თავს არიდებდა.
ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერმა აღნიშნა, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ Amazon-ს უკანონო საგადასახადო შეღავათები დაუწესა.
"ლუქსემბურგმა ამერიკულ გიგანტს უკანონო საგადასახადო შეღავათები დაუწესა, რაც მისი მხრიდან დაახლოებით სამი კვარტლის განმავლობაში გადასახადების დამალვას გულისხმობს".
ვესტაგერის განმარტებით, Amazon-მა შეთანხმების შედეგად, არასამართლიანი საგადასახადო სარგებელი მიიღო, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით, ნაკლები გადასახადის გადახდის შესაძლებლობას აძლევდა.
საგადასახადო შეთანხმება ლუქსემბურგსა და Amazon-ს შორის 2003 წელს გაფორმდა.
"ჩვენი გადაწყვეტილება მინიშნებაა ყველა კომპანიისთვის, რომ მათ ევროპაში გადასახადები აუცილებლად უნდა გადაიხადონ", - აცხადებს ევროკომისარი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია Apple 13 მილიარდი ევროთი დააჯარიმა ირლანდიის ხელისუფლების სასარგებლოდ. გამოძიებით დადგინდა, რომ ამერიკული კომპანია ირლანდიაში საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, რის გამოც კონკურენტებზე ნაკლებ გადასახადებს იხდიდა.