ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგზონი გაზარდა.
ბანკის პროგნოზი 2017 წლისთვის 2,4%-ს შეადგენს, ნაცვლად წინა პროგნოზის 2,2%-სა.
ამასთან, ბანკმა გაზარდა მომდევნო წლის პროგნოზიც და ის 2,3%-ს შეადგენს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2019 წლისთვის პროგნოზი 1,9%-ს შეადგენს.
ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.