Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროპაში შესაძლოა, Facebook-ი და Instagram-ი გაითიშოს - გავლენა საქართველოზე

BM.GE
12.07.22 16:48
239
რლანდიის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელმა ორგანომ Meta-ს საკუთრებაში არსებულ პლატფორმებს, Facebook-სა და Instagram-ს ევროპელი მოქალაქეების შესახებ მონაცემების ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა მას ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის გათიშვა მოჰყვეს. ირლანდიის მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება „მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას“ უკავშირდება, რომელიც ევროკავშირში ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა. თუკი ირლანდიური მარეგულირებლის გადაწყვეტილებას „ევროპის პირადი მონაცემების დაცვის საბჭო: დაეთანხმება, მას გავლენა ექნება არამხოლოდ Meta-ზე, არამედ ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც საკუთარი ოპერაციებისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მონაცემების გაგზავნა სჭირდება. რამდენად რეალურია ევროპის ტერიტორიაზე Facebook-ისა და Instagram-ის დროებითი გათიშვა? რას ეფუძნება გადაწყვეტილება? 

სტუმარი: ანზორ მეხრიშვილი - BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day