"საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საბოლოო ეტაპზე გასვლას ვულოცავ“, - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა. ბრუნო ბალვანერას განცხადებითვე, ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რადგან რომ მისი საშუალებით საქართველოდან მწარმოებელი ევროპაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ.
"ამით ქართველი მწარმოებელი თავისი პროდუქტის რეალიზებას ევროპის ბაზარზე უფრო ადვილად მოახდენს. საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყანას ევროპის კონტინენტზე თავისუფალი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი საჭიროება გააჩნია. ეს ასევე სტიმულს მისცემს სტუდენტების გაცვლასა და ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ბალვანერამ.