Home
Category
TV Live Menu

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სწავლის დაფინანსებას სთავაზობს

56686006365cb
BM.GE
09.12.15 21:07
1386
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, CEU, ქართველ სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტი უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში მდებარეობს. უნივერსიტეტი მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს სწავლის 50 ან 100 პროცენტით დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევს.
 
სტუდენტებს დაფინანსების მოპოვება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე შეუძლიათ: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, საჯარო პოლიტიკა და სამართალი. სწავლი ხანგრძლივობა შერჩეული პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, 1 ან 2 წელია. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ განაცხადი მომავალი წლის 4 თებერვლამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

Subscribe to our news

Get the main news of the day