Home
Category
TV Live Menu

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის

5760fb34ce1ca
BM.GE
15.06.16 10:14
1533
ევროპის ჩემპიონატზე "ევრო 2016" იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივალნმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ განუცხადა კომპანია "აჭარა ტექსტილი“ ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმის გარდა ქობულეთშიც ფლობს და უახლოეს პერიოდში მისი გახსნა ფოთშიც არის დაგეგმილი.

საქართველოში დამზადებული სპორტული ტანისამოსით უკვე რამდენიმე წელია 33 გუნდი მარაგდება წარწერით Made in Georgia.

"აჭარა ტექსტილის" ქარხანა 2008 წელს გაიხსნა, ადგილზე 3000-მდე ადამიანია დასაქმებული.

ფოტო : adjarasport.com

Subscribe to our news

Get the main news of the day