Home
Category
TV Live Menu

ევროპის ჩემპიონმა ჭადრაკში ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ ითამაშა

5916f98bf293a
BM.GE
13.05.17 16:16
636
ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.

"დღეს მნიშვნელოვანი და ამავდროულად,ძალიან საინტერესო ამბის მომსწრენი ვართ.ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღმდეგ თამაშობს. მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მესვეურებს,ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, ქალბატონ ნანას, უნივესიტეტის ხელმძღვანელობას და ყველას,ვინც ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და წინსვლაზე."- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებაზე პროექტი "ითამაშე ჭადრაკის" პრეზენტაცია შედგა.რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში, მოზარდებში ჭადრაკის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტი BTU და HP გახდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ერთობლივად უზრუნველყოფენ ეროვნული ნაკრების მომზადებას საჭირო ტექნოლოგიებით.
ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეთამაშათ ჭადრაკი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრების წევრებთან.

softline da ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი, მოქმედი ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები,საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ჭადრაკის მოყვარულები ესწრებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day