ევროპის დღე თბილისში დიდი სახალხო ღონისძიებით აღინიშნა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სადღესასწაულო ღონისძიებები, 6 მაისს, ექსპო ჯორჯიაში გამართა. ევროპის დღე ჩვენს ქვეყანაში 1993 წლიდან აღინიშნება. 30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 15%-ით გაიზარდა. მას შემდეგ ევროკავშირი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2021-2024 წლებისთვის განკუთვნილი გრანტების მოცულობა 340 მილიონ ევროს შეადგენს. ყოველწლიურად კი საქართველოს ამბიციური რეფორმების მხარდასაჭერად გრანტის სახით 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.
საქართველოში დღეს ბევრი ბიზნესია, რომელთა წარმატება და განვითარებაც ევროკავშირის დახმარებით მოხდა. ერთ-ერთი გამორჩეული სექტორი სოფლის მეურნეობაა და განსაკუთრებული წვლილია თხილის ბიზნესში.
სტუმარი: ბაია სალუქვაძე - შპს "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის", შპს " აგრითრეიდის" თანადამფუძნებელი.