ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიმდინარე მინისტერიალზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ე.წ მიერთების ოქმს მოაწერა ხელი, რომელიც თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულებაა.
პარლამენტში მიერთების ოქმის რატიფიკაციას 2017 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რის შემდეგაც საქართველო ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
მიერთების ოქმი ითვალისინებს მთელ რიგ დირექტივებსა და რეგულეციებს ევროკავშირის მხრიდან, რომელიც საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება. დოკუმენტით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების საბოლოო ვადა 2020 წელია.
შეგახსენებთ, რომ 2007-დან 2014 წლამდე საქართველო ენერგეტიკულ თანამეგობრობაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა. 2014 წელს კი როცა ქვეყანამ გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღი. ამის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი თითქმის ორი წელი გაგრძელდა.
ცნობისთვის, ენერგეტიკული თანამეგობრობა არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაცია საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად 2005 წლის ოქტომბერში საბერძნეთში დაარსდა. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2006 წლის ივლისში. ენერგეტიკული თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და კონტრაქტის 8 ხელმომწერი მხარე სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან.