ევროპის მაუწყებელთა კავშირს "ევროვიზიის" კონკურსზე რუსი მომღერლის იულია სამოილოვის შეშვებაზე უარის თქმის გამო უკრაინის დაჯარიმება სურს. მაუწყებელთა კავშირმა პრეტენზია გამოთქვა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ "არასაკმარისად ითანამშრომლა" ევროვიზიის ორგანიზატორებთან.
"შედეგად მთავარი კონკურსიდან ყურადღება გადავიდა ამ ამბავზე და "ევროვიზიის" რეპუტაცია წნეხის ქვეშ დადგა",- აღნიშნავენ "ევროვიზიის" ორგანიზატორები.
შედეგად, ევროპის მაუწყებელთა კავშირი, იძლევა რეკომენდაციას უკრაინის ტელე-რადიო კომპანია დაჯარიმდეს, თუმცა, სანქციის რაოდენობა ჯერ არ სახელდება.
მაისში კიევში მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია 2017" ჩატარდა. რუსეთმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ მარტის ბოლოს სამი წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა რუს მომღერალს იულია სამოილოვს. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ მომღერალი ყირიმში კონცერტზე გამოვიდა.