ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაამტკიცა, რომელიც ევროპას საქართველოს გავლით აზერბაიჯანის გაზის მიწოდებით უზრუნველყოფს, - ინფორმაციას Reuters-ზე დაყრდნობით, Azerbaycan 24 ავრცელებს.
პროექტის TAP საერთო ღირებულება 4.5 მილიარდ ევროს შეადგენს. TAP "სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის ნაწილია, რომელიც პირველ ეტაპზე ევროპაში ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმავს "შაჰ-დენიზის 2“-ის ფარგლებში. ’’სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტი სამ ნაწილად იყოფა: "სამხრეთ კავკასიური მილსადენი" (SCP), "ტრანს-ანატოლიური" (TANAP) და "ტრანს-ადტრიატიკული" მილსადენები (TAP).
ტრანს-ადტრიატიკული მილსადენი" (TAP – 870 კმ) საბერძნეთიდან, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე მიდის. "სამხრეთ კავკასიური მილსადენის" გაფართოების პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე 2000 ადამიანს ასაქმებს.
ტრანს-ადრიატიკული მილსადენს საფუძველი 2016 წლის 17 მაისს ჩაეყარა საბერძნეთში კერძოდ სალონიკში. ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. BP, SOCAR და Snam S.p.A TAP- ის აქციების 20% აკონტროლებენ, Fluxys - 19%, Enagas - 16%, ხოლო Axpo - 5%.