Home
Category
TV Live Menu

"ევროპის საკანონდებლო რეგულირება დახლზე თამბაქოს განთავსების შეზღუდვას არ ითვალისწინებს"

59018ca3ab6de
BM.GE
27.04.17 10:14
995
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ GDBA -"საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საცალო გაყიდვების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 2397 წარმომადგნელის წერილობითი მიმართვები წარუდგინა საქართველოს პარლმანეტს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და ბიზნესომბუდსმენის აპარატს.

წერილობითი მიმართვა შეეხება "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში ცვლილებას, კერძოდ: მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "მ“ და "ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იზღუდება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია როგორც ობიექტის გარედან, ასევე შიგნიდან.

"აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვას არ ითვალისწინებს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების საკანონდებლო რეგულირება თამბაქოს კონტროლის შესახებ, რომლებმაც თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად წარმატებით გაატარეს რადიკალური ღონისძიებები.

ასოციაცია მიესალმება თამბაქოს კონტროლის გამკაცრებას და შემზღუდველი ნორმების არსებობას, მიმართულს თამბაქოს მოხმარების მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან ასაცილებლად და საკანონმდებლო რეგულაციების იმ ფორმით მიღებას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თამბაქოს მავნებლობასთან მიმართებაში. მით უფრო, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე.

საზოგადოებაში და განსაკუთრებით მოზარდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ (GDBA) გეგმავს არაერთი ღონისძიების განხორციელებას და გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს სახელმწიფოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში", - განმარტავენ ასოციაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day