Home
Category
TV Live Menu

ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები დაუწესდებათ

58638d1bbd3df
BM.GE
28.12.16 13:58
1014
ე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები დაუწესდებათ. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ობიექტები ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ. მისივე თქმით, შეზღუდვები ძალაში ახალი წლის შემდეგ შევა.

"ამ ობიექტების სხვაგან განსათავსებლად არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ შეეძლებათ, იჯარით აიღონ სასურველი ტერიტორია და გააგრძელონ საქმიანობა, ისინი ახლა ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და არანაირ გადასახადს არ იხდიან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს თემა აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day