ნავთობკომპანია "ExxonMobil" 2023 წლამდე 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს აშშ-ის ეკონომიკაში.
„ აშშ-ის პრეზიდენტი ყურადღებას აქცევს ენერგეტიკულ დომინირებას, გადასახადების შემცირებასა და რეფორმებს. შედეგად, ExxonMobil განახორციელებს 50 მლრდ დოლარის ინვესტიციას აშშ-ში უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. ეს კარგია სამუშაო ადგილებისათვის და ამერიკელი მუშახელებისათვის", - აღნიშნა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა.
ExxonMobil მიჩნეულია მსოფლიოს პირველ კომპანიად კაპიტალიზაციის ოდენობის მიხედვით და უმსხვილეს ნავთობკომპანიად პლანეტაზე. მისი ყოველწლიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 500 მლრდ დოლარს, ხოლო სუფთა მოგება - 50 მლრდ დოლარს.
Oilnews.ge