Facebook 6 მილიარდი დოლარის ღირებულების საკუთარ აქციებს უკან გამოისყიდის. CNN Money-ის ცნობით, პროცესს კომპანია მომავალი წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებს.
განცხადების გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციების ფასმა უკვე 1%-ით მოიმატა.
როგორც CNN Money წერს, აქციების უკან გამოსყიდვა, როგორც წესი, უფრო დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესისთვის არის დამახასიათებელი და ხორციელდება მაშინ, როდესაც ბიზნესის ზრდის შენელება ხდება. მსგავსი ტიპის ქმედებებს შეუძლია კომპანიის შემოსავლები უკეთესად წარმოაჩინოს გარე წილების შემცირების ხარჯზე.
“Apple-მა, Google-მა და Microsoft-მა ბოლო წლებში საკუთარი აქციები გამოისყიდეს, მაგრამ Facebook ამ კომპანიებზე ბევრად ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სწრაფი ზრდა, შესაძლოა, დასასრულს უახლოვდება“,- წერს გამოცემა.