Facebook და Twitter $53 მილიონით დაჯარიმდებიან, თუ სიძულვილის ენის შემცველ და ყალბ ინფორმაციას "სწრაფად არ გააქრობენ"
Facebook, Twitter და სხვა სოციალური ქსელები 53 მილიონი დოლარით დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში თუ სიძულვილის ენის შემცველ და ყალბ ნიუსებს სწრაფად არ გააქრობენ. შესაბამისი ჯარიმა სოციალურ ქსელებს გერმანიაში ემუქრებათ.CNN-ის ინფორმაციით, შესაბამისი გეგმა გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა, თუმცა, ამ ინიციატივას პარლამენტის თანხმობაც დასჭირდება. "სოციალური ქსელების პროვაიდერები პასუხისმეგბლები არიან, იმ შინაარსზე, რაც მათს პლატფორმაზე თავსდება",- აღნიშნა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა. კომპანიებს ყალბი სიახლეებისა და სიძულვილის ენის შემცველი პოსტების წაშლისთვის 24 საათი მიეცემათ. არალეგალური კონტენტის წასაშლელად კი 7 დღე.