Home
Category
TV Live Menu

Facebook-ი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალ ვებ-გვერდს ქმნის

56cd4adf66775
BM.GE
24.02.16 10:12
1287
Facebook-ი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ახალ ვებ-გვერდს ქმნის. კერძოდ, სოციალური ქსელი არასამთავროებს საშუალებას მისცემს ფონდები და დონორები, ახალი ვებ-საიტის nonprofits.fb.com მეშვეობით უფრო მარტივად მოიძიონ. როგორც ფეისბუქის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი საიტი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის ცნობადობის გაზრდაშიც დაეხმარება.

"ჩვენი შთაგონების წყარო იყო იმ ადამიანების ძალისხმევა, ვინც ასე ცდილობს გააუმჯობესოს სხვებისა და ზოგადად საზოგადოების ცხოვრება. ჩვენი მიზანია, მათ უფრო მეტი კარგი რამ გააკეთონ, Facebook-ის მეშვეობით. არცერთი ღილაკი ჯერ-ჯერობით არ არის ახალი, მაგალითად "დონაციის ღილაკი" აგვისტოში შეიქმნა. ყველა ის ხელსაწყო, რასაც ორგანიზაციები საქველმოქმედო მიზნით იყენებდნენ აქამდე, ერთად არის თავმოყრილი". - ნათქვამია ფეისბუქის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day