Home
Category
TV Live Menu

Facebook-მა ჩინურ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო

5730aabc00117
BM.GE
09.05.16 19:18
1206
Facebook-მა ჩინურ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო. საუბარია სავაჭრო ნიშანზე დაწყებულ დავაზე, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ჩინური კომპანია სახელწოდებას "Face book" იყენებდა. კომპანიამ სავაჭრო მარკა Facebook-ის გვერდის ავლით 2014 წელს დაარეგისტრირა. ჩინეთის სასამართლომ განაცხადა, რომ ადგილობრივი კომპანიის ქცევა "მორალურად მიუღებელია".
 
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩინურ კომპანიასა და Apple-ს შორის დავაც, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ ადგილობრივ კომპანიას სახელწოდება IPHONE-ზე წვდომა დაუტოვა, რომლის გამოყენებაც მას ტელეფონის აქსესუარებსა და საფულეებზე შეუძლია.

Subscribe to our news

Get the main news of the day