Facebook უახლოესი ათი წლის განმავლობაში ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების განვითარებაში $3 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, - კომპანია Oculus-თან დაკავშირებულ საქმეზე გამართული სასამართლოს წინ განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა.
New York Times-ის ინფორმაციით, კომპანია ZeniMax-ი ვირტუალური Oculus-ს უჩივის, იმასთან დაკავშირებით თითქოს მან ZeniMax-ის ყოფილი თანამშრომლისგან შეისყიდა ინფორმაცია, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალის შესაქმნელად იყო აუცილებელი.
ZeniMax-მა წერილი გაუგზავნა Facebook-სა და Oculus VR, სადაც ნათქვამი იყო, რომ პროექტ Oculus Rift-არის ZeniMax-ის ინტელექტუალური საკუთრება და სწორედ ZeniMax-მა შეიმუშავა Oculus-სთვის სათანადო ტექნოლოგიები და ასევე დასძინა, რომ სწორედ იგი დაეხმარა კომპანიას იმაში, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანი და ბაზარზე მოთხოვნადი გამხდარიყო.
ცუკერბერგი დალასისი შტატის ფედერალურ სასამართლოზე 17 იანვარს გამოვიდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები სიცრუეა.
’’Oculus-ის პროდუქტები Oculus-ის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული“-აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.