Home
Category
TV Live Menu

ფადი ასლი: "ბიზნესკონტაქტი" წარმატების ისტორიაა

57512075064b3
BM.GE
03.06.16 10:11
1175
გადაცემების "ბიზნესკონტაქტი“ და "საქმიანი დილა“ მიმდინარე პროცესებს აფასებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი.

"ბატონი გიორგი ისაკაძე გახლავთ მაღალი დონის პროფესიონალი. მან ბიზნესკონტაქტი აბსოლუტურად ნულიდან დაიწყო და მახსოვს რა პირობებში დაიწყო მუშაობა. მან პროგრამა სხვა ბრწყინვალე ჟურნალისტებთან ერთად, ნომერ პირველ გადაცემად აქცია ქვეყანაში. როდესაც წარმატების ისტორიას აკვირდები და ხედავ რომ შესაძლოა მიიღო სრული კოლაფსი გული გწყდება. ხშირად ვიყავი ბიზნესკონტაქტის სტუმარი, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, პროფესიონალური და დაბალანსებული გადაცემა. ეს გახლავთ სამაგალითო პროგრამა, მათთვის ვინც ბიზნეს აწარმოებს ან ამის სურვილი აქვს. ეს არის წარმატების თვალშისაცემი ისტორია“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

"ბიზნესკონტაქტის“ "საქმიანი დილას“ და "ანალიტიკას" გუნდი მადლობას უხდის ყველა პირს მხარდაჭერისთვის.

Subscribe to our news

Get the main news of the day