Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფადი ასლი დუბაის ფორუმზე

BM.GE
13.04.18 16:43
1254
დუბაიმ საინვესტიციო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა საქართველომაც მიიღო. წლევანდელ გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილი იყო როგორც „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო ჯგუფით, ასევე კერძო სექტორით. გაიმართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, განსაკუთრებით უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით. საქართველოს მონაწილეობა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა პრეზენტაცია, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და კერძო კომპანიებმა წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე პროექტები. პრეზენტაციაში მონაწილეობა ათმა კომპანიამ მიიღო.

სტუმარი: ფადი ასლი - Freedoom House

Subscribe to our news

Get the main news of the day