Home
Category
TV Live Menu

ფადი ასლი: "მტკიცედ ვურჩევთ ხელისუფლებას, არ შეეხონ კონსტიტუციის 94-ე მუხლს"

593fd1c66cbd5
სალომე მეცხვარიშვილი
13.06.17 15:49
855
"მტკიცედ ვურჩევთ ხელისუფლებას, არ შეეხონ კონსტიტუციის 94-ე მუხლს",- ამის შესახებ „საქმის კურსს“ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებით, რომელიც რეფერენდუმის გარეშე გადასახადების ზრდას კრძალავს, საქართველოს კონკურენტუნარიანობა მცირდება.

"ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, "მსოფლიო ბანკმა" მიმართა ხელისუფლებას ცვლილება შეიტანოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში, საპენსიო რეფორმის დასაფინანსებლად. თუმცა, ჩვენ არ გვჯერა, რომ საპენსიო რეფორმის დაფინანსებას კონსტიტუციის შეცვლა სჭირდება. ვფიქრობ, არსებობს სხვა გზებიც საპენსიო რეფორმის დაფინანსებისთვის.
უამრავ ინვესტორს სურს საქართველოში ცხოვრება და აქ ჩამოსვლა, დღეს კი ქვეყანა საკუთარ კონკურენტუნარაინობას კარგავს, როგორც კარგი საინვესტიციო ადგილი. ვფიქრობ, კონსტიტუციის 94-ე მუხლი, ერთ-ერთია იმ მცირე მიზეზებს შორის, რომელიც ამაღლებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას სხვა ქვეყნებთან შედარებით. ვფიქრობ, ეს არის საშინელი ინიციატივა და მკაცრად ვურჩევთ, ხელისუფლებას არ შეეხონ ამ მუხლს",- აცხადებს ფადი ასლი.

Subscribe to our news

Get the main news of the day