საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, ქართველი მოსამართლეები დავებში უმეტესად მხარს ქართულ მხარეს უჭერენ და არა უცხოურს. როგორც ასლი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, მოსამართლეების მხრიდან მსგავსი ქმედება კონკრეტული მხარის ინტერესების გატარებას გულისხმობს.
„ქართველი მოსამართლეები დავებში ქართველის მხარეს იჭერენ, უცხოელის წინააღმდეგ. ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა უცხოური მხარე იყოს მართალი, მოსამართლის გადაწყვეტილება ქართველის სასარგებლოდაა. კარგია პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი, მაგრამ მოსამართლეების მხრიდან მსგავსი ქმედება კონკრეტული მხარის ინტერესის გატარებაა“, - ამბობს ფადი ასლი.