ICC არაკეთილსინდისიერი მოსამართლის დასჯას მოითხოვს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა თავისი არსებობის ისტორიაში სისტემას ღიად პირველად უპირისპირდება, - თემის დეტალებით გადაცემაში "ანალიტიკა" საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი საუბრობს.
- ბატონო ფადი, ამ შემთხვევაში ძირითადად რა თემებზე აკეთებთ აქცენტირებას?
- ძირითადი პრობლემა გამრუდებული სასამართლო სისტემაა. ჩვენ უფრო და უფრო მეტ კორუფციულ საქმეებს ვაწყდებით სასამართლოში. უფრო მეტი მოსამართლე, რომელიც თავს ხელშეუხებლად გრძნობს, ძალზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი მხარის საწინააღმდეგოდ და მეორესთვის უპირატესობის მისანიჭებლად. აღნიშნული კი ბიზნეს კლიმატზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ანალიზი განვახორციელოთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა შეწყდეს. სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია. პირადად ვიცნობ ძალიან მარალი დონის პატიოსან რამდენიმე მოსამართლეს, მაგრამ მათ სახელსაც ჩირქი მოეცხო იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.
- მოსამართლეების რეგულირება ვინ უნდა განახორციელოს?
- რამდენიმე ჩვენი წევრი, - Philip Morris International, "ტერა ბანკი" და Rich American Tobacco, - სამივე კომპანია მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ უხეშად რომ ვთქვათ მოტყუვდნენ მაშინ, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. ყველამ, ვინც გადაწყვეტილებას გაეცნო აღნიშნულის შესახებ არ დაიჯერა. ბატონი კაკაბაძე აშკარად კორუმპირებული მოსამართლეა. პრობლემა არის ბალანსის მიღწევა არა იმ მეთოდებით პარლამენტი და მთავრობა რომ ჩაერიოს. აქტუალური თემაა თუ როგორ გავაკონტროლოთ ეს კორუმპირებული მოსამართლეები, რადგან არავის აქვს უფლება მათ ხელი დააკაროს. მთავრობა და პარლამენტი საკიტხში არც უნდა ჩაერიოს.
ზოგიერთი მოსამართლე თავს ხელშეუხებლად თვლის. ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელსაც ასეთი პიროვნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესდღეობით ასეთი პრაქტიკის შესაჩერებლად მკაცრ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კაკაბაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ იმუშავებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმედი გვაქვს, რომ ამ პიროვნებას გაათავისუფლებენ. მთავარია, ჩვენ დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს უჭერს მხარს და არა კორუმპირებულებს აფარებს ხელს.
- როგორ ასკვნით, რომ მოსამართლეები კორუფციაში არიან ჩართულები?
- მე არ მაინტერესებს ვინ რას საუბრობს, ჩემთვის მთავარი სამართალია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პალატის წევრებს მოსამართლეები არ ატყუებდნენ და არ აშანტაჟებდნენ. თუ მოსამართლეს სინდისი ეყო ასეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, დამერწმუნეთ, რომ ისეთი ადამიანია, რომელსაც არაფრის არ შერცხვება.
- თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ბიზნესის სახელით გამოდიხართ და თვითონ ბიზნესები თავიანთ პოზიციას ხმამაღლა რატომ არ აფიქსირებენ?
- იმიტომ, რომ ისისნი დაშინებულები არიან. არის კრიმინალური გონება, კრიმინალური ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც დამნაშავეს ავალებს კომპანიის ფული ხელში ჩაიგდოს. არის მოსამართლე, რომელიც კომპანიას თანხებს პარავს და კომპანია რჩება, როგორც მსხვერპლი. ისინი კომპანიის ფულს იჯიბავენ და შეუძლიათ გამოსასყიდი განიხილონ, თუ რამდენს გადაუხდიან იმისთვის, რომ მაგალითად ყადაღა მოხსნან ქონებას. ამ ქმედებას კი, რა თქმა უნდა, გამოძიება სჭირდება პროკურატურის მიერ. კომპანიებს ხმამაღლა საუბარი ეშინიათ და ასეთ გამომძალველებთან მოლაპარაკებას ამჯობინებენ. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნაბიჯები თუ არ გადადგა ამის გამოსასწორებლად, ერთი დამპალი ვაშლი ათასობით ვაშლს გააფუჭებს. როდესაც მისამართლე ფულს იპარავს, მის წინააღმდეგ არავინ ხმას არ იღებს და მას ეს გასდის, - შემდეგ პატიოსანიც დაიწყებს ფიქრს ანალოგიურ ქმედებაზე. ეს პროცესი აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ. ჩვენ აუცილებლად საერთაშორისო დონეზე ავტეხავთ ხმაურს. გვარები გადავეცით და ეს ადამიანები წითელ სიაში მოხვდებიან. ამ პრობლემის გასაღები იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია და იგი ყველა საქმეს სერიოზულად უნდა მოიდგეს.
იუსტიციის საბჭომ სასამართლო სისტემა უნდა გაწმინდოს. თუ აღნიშნული საბჭო კრიმინალურია და კორუმპირებულ მოსამართლეებს ხელს დააფარებს, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. შევარდნაძის დროსაც აბსოლუტურად ანალოგიური სიტუაცია იყო. ბიზნესმენები, კერძო სექტორი მოსამართლეებს უკავშირდებოდნენ იმისთვის, რომ მათი კონკურენტები ცუდ მდგომარეობაში ჩაეგდოთ. როდესაც აღნიშნულზე შევარდნაძეს მიაწვდიდნენ ინფორმაციას, იგი არანაირ ქმედებას არ ახორციელებდა, თუმცა საქმეებში ერეოდა, რასაც დღეს მთავრობა არ აკეთებს. დღეს სასამართლოს იმუნიტეტი ნული აქვს, რადგან სასამართლოს სხეულში ვირუსი მოხვდა და სწრაფად გავრცელდა.
- თუ ეს კორუფციული გარიგებებია მთავრობას მანდატი რატომ არ აქვს, რომ ეს შეწყვიტოს?
- მთავრობას და პარლამენტს უფლებამოსილება არ გააჩნიათ სასამართლო სისტემაში ჩაერიონ. სასამართლო კორუმპირებული მოსამართლეებისგან თვითონ უნდა გაიწმინდოს. მე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამ საკითხის მოსაგვარებლად. აღნიშნულ კორუფციას, როგორც მოცემულობას არ მივიღებთ და ვერ დავუშვებთ იმას, რომ უცხოურ, საერთაშორისო ბიზნესებს ადგილობრივები ფულს ძალავდნენ.