გამოცემა Business Insider კოლეჯის იმ მაინორი ფაკულტეტების სიას აქვეყნებს, რომელთა დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს, დასაქმების და მაღალი ანაზღაურების პერსპექტივა აქვთ.
ცხადია ანაზღაურება არ უნდა იყოს ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი ფაკულტეტის არჩევისას, რადგან ამ დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტერესიც, სფეროსადმი ცნობისმოყვარეობაც და შესაბამისი უნარ-ჩვევებიც, თუმცა ცხადია სასიამოვნოა, როდესაც სწავლის დასრულებისთანავე აწ უკვე ყოფილ სტუდენტს ანაზღაურება 50 000 დოლარი და კიდევ უფრო მეტი აქვს.
კომპენსაციების მონაცემთა ბაზის შემქმნელი, მსოფლიოში უმსხვილე ორგანიზაცია PayScale -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაახლოებით 963 კოლეჯი და უნივერსიტეტია მსოფლიოში, რომლებიც სტუდენტებს ბაკალავრიატის საფეხურის დასრულებისთანავე, მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურების მქონე სამსახურში ასაქმებენ.
რაც შეეხება ფაკულტეტს, მილიონერები, ძირითადად საინჟინრო სექტორზე ორიენტირებული სტუდენტები ხდებიან. ორგანიზაცია „ფეისკალმა“ 2008 წლიდან დაიწყო ბაზრის შესწავლა და მონაცემთა ბაზის შედგენა, შესაბამისად მიმდინარე წლის ჩათვლით ტენდენცია უცვლელია და საინჟინრო სექტორი კვლავ ბაზარზე ყველაზე მაღალანაზღაურებად საქმიანობად რჩება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს არის მომგებიანი სფერო, რომელიც კვეთს სხვადასხვა მრეწველობას, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ინჟინერია თქვენი მოწოდების სფეროა და გაქვთ საკმარისი უნარ-ჩვევები, შესაბამისი განათლების გარეშე, სამომავლოდ კარიერული წინსვლა მაინც გამორიცხულია, ანუ ამ სექტორში მხოლოდ მაღალპროფესიონალები საქმდებიან.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლების თქმით, ძალიან იშვიათია იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც კოლეჯში სრულფასოვან განათლებას იღებენ.
რაც შეეხება ინჟინერის ანაზღაურებას, კარიერის დასაწყისში 62 000 დოლარით იწყება და 107 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს და საინჟინრო საქმიანობაში ერთიანდება, ბიოსამედიცინო ინჟინერია, საინჟინრო მენეჯმენტი, საავიაციო, მექანიკური, ინდუსტრიული, ბირთვული და პროგრამული ინჟინერია.