სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO საქართველოში სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს შორის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით არსებული სიტუაციის განვითარებას ასახელებს. როგორც FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმონდ იელე აცხადებს, საქართველოში საკმაოდ დიდია პოტენციალი ისეთი პროდუქტების წარმოების, როგორიცაა რძის ნაწარმი, თუმცა ამისთვის ვეტერინალური მდგომარეობის გამოსწორებაა საჭირო.
"მთავარი გამოწვევა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის არის ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით არსებული სიტუაცია, ვეტერინალური სისტემის გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანია. რძის პროდუქტების წარმოების გაზრდისთვის საჭიროა რომ გაზარდოთ ხელოვნური განაყოფიერება, ასევე გჭირდებათ ადეკვატური ინფრასტრუქტურა.
ასევე საქართველოში არაა საკმარისი ინვესტიციები რძის წარმოებაში. ეს ასევე ნიშნავს იმას რომ ფერმერებს და მეწარმეებს ნაკლები კაპიტალი აქვთ განვითარებისთვის.
ვიცით რომ მთავრობა რძის წარმოებას უწყობს ხელს სხვადსხვა პროგრამებით, თუმცა ვეტერინალური კუთხით სიტუაცია აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს“, - აცხადებს რაიმონდ იელე.