ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოში ფარმაცევტების შრომის ანაზღაურება უკიდურესად დაბალია. მისი თქმით, მათი ანაზღაურება დაახლოებით 300 ლარია. დამსაქმებლების დამოკიდებულება კი ასეთია - თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, დატოვონ სამსახური და სხვაგან ეძებონ. “არ ვარ მომხრე, სახელმწიფომ ვინმეს რამე თავზე ძალით მოახვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა.” აცხადებს იოსელიანი.