Home
Category
TV Live Menu

ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ

5936a44e8c846
BM.GE
06.06.17 16:31
793
ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი ინფორმაციით, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა.

"ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს. თუმცა ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის დარგის წარმომადგენლებთან ექსპერტიზას, შემდეგ ალბათ პარლამენტში იქნება მსჯელობა. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის იმპერატიული პირობა", - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

IPN


კახა ოქრიაშვილი სააფთიაქო ქსელებისთვის კლინიკების ფლობის შესაძლო აკრძალვას ეწინააღმდეგება

Subscribe to our news

Get the main news of the day