Home
Category
TV Live Menu

ფარმაცევტული ბაზრის კვლევა - ფასნამატი მედიკამენტებზე - ირაკლი მარგველაშვილი საქმის კურსში

BM.GE
28.01.21 15:10
609
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი მთავრობას ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ჩატარებას სთხოვს. მისი ინფორმაციით, ამის საჭიროება არის, რადგან მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასნამატი დიდია. მარგველაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია დადგინდეს, რეალურად რა ფასნამატზეა საუბარი. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, რადგან ქვეყანაში მედიკამენტების იმპორტზე ინფორმაცია და ღირებულება ითვლება კონფიდენციალურად.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day