Home
Category
TV Live Menu

ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების უმეტესობა უშედოგოდ დასრულდა

5a87cd36c2120
თამუნა დემეტრაშვილი
17.02.18 11:00
699
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში ტექნიკის შესაძენად გამოცხადებული 8 ტენდერიდან, 6 ტენდერი ან შეწყვეტილია, ან უარყოფითი შედეგითაა დასრულებული. გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ 2 ლოტში მოხერხდა, რის საფუძველზეც შპს ,,მექანიზატორი” მხოლოდ 70 ერთეულ თერმული ნისლის შემასხურებელ მანქანა-დანადგარს შეიძენს. აუქციონის შედეგად ორივე ლოტის ჯამური ღირებულება ტენდერის თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით დახლოებით 800 ათასი ლარითაა შემცირებული. მანქანა-დანადგარების შესაძენად ,,მექანიზატორი” დაახლოებით 2 მილიონ 800 ათას ლარს გადაიხდის. ორივე ლოტს ერთი გამარჯვებული - შპს ,,ნობლექსი” ჰყავს.

სახელმწიფოს აზიური ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში კიდევ 50 ერთეული მაღალი ხეების შესაწამლი მანქანა-დანადგარი და 130 ერთეული სპეციალიზირებული პიკაპი უნდა შეეძინა, რისთვისაც 10 მილიონზე მეტი იყო გათვალისწინებული, თუმცა უშედეგოდ. მონაწილეთა სიმრავლის მიუხედავად გამარჯვებულების გამოვლენა ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე , შემსყიდველი მხარე, ტექნიკის მომწოდებელ 60-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა და ბაზარზე ამ კუთხით არსებულ ვითარებასაც გაეცნო.

Subscribe to our news

Get the main news of the day