ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველომ 5 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, გრანტი ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გამოყო. გარდა ამისა, სამინისტროს იმედი აქვს რომ ფაროსანასთან საბრძოლველად სხვა დონორებისგანაც მოიზიდავენ რესურსებს
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.