Home
Category
TV Live Menu

"ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტით, შესაძლოა ორი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების დუბლირება მოხდეს"

58a18c0540fd7
BM.GE
13.02.17 14:34
939
"ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტით, შესაძლოა ორი ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების დუბლირება მოხდეს“, - განცხადებას ბიზნესკონტრაქტთან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აკეთებს. როგორც კომისიაში განმარატვენ, მათ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია პარლამენტს გაუგზავნეს.

"კომისია აღნიშნავს, რომ აქტიურად სურს იყოს ჩართული კანონპროექტის განხილვაში. ჩვენთვის ცნობილია ოპერატორების მოსაზრებებიც და კომისიაც ფიქრობს, რომ დღეს წარმოდგენილი პროექტით ფუნქციების დუბლირება შესაძლოა მოხდეს ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, რადგან კომისია როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსლია განიხილოს სატელეკომინიკაციო სფეროში მიმდინარე პროცესები, მათ შორის დარღვევები და ჰქონდეს მათზე რეაგირება.

ჩვენ ვიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას და კომისიის არგუმენტირებული და დასაბუთებული პოზიცია, გაიგზავნება დამატებით პარლამენტში, იქიდან გამომდინარე თუ როგორ განვითარდება საკითხის განხილვა.

აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ოპერატორებს გარკვეული ფინანსური და ტექნიკური გადაიარაღება დასჭირდებათ, - პროგრამული უზრუნველყოფა იქნება დასანერგი, რათა კანონით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულონ. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაახლოებით, 200-ზე მეტი ოპერატორი ფუნქციონირებს, საიდანაც საშუალო და მცირე ზომის პერატორების წილი უფრო დიდია ვიდრე მსხვილის და ეს ფინანსური ხარჯი მათთვის მძიმე იქნება“, - განმარტავენ კომისიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day