Home
Category
TV Live Menu

"ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მაგთიკომის შეთავაზებული არცერთი არსებითი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული"

58ad89d9b1cfa
BM.GE
22.02.17 16:52
1010
ფარული მოსმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომპანია მაგთი განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მაგთიკომი, ისევე როგორც ელექტრონული კომუნიკაციის სხვა კომპანიები, მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტის შინაარსის დაზუსტება/ჩამოყალიბების საკონსულტაციო პროცესში, თუმცა კანონის ავტორების მიერ მაგთიკომის შეთავაზებული არცერთი არსებითი შენიშვნა არ იქნა გაზიარებული.

„მაგთიკომი მუდმივად ახდენს მნიშვნელოვან ინვესტირებას იმისათვის, რომ უპასუხოს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაციის დარგისათვის. ამასთანავე, კომპანია კეთილსინდისიერად იხდის მასზე დაკისრებულ ყველა სახის გადასახადს და ლიცენზიების საფასურს, რაც მთლიანობაში ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს.

მაგთიკომი კიდევ ერთხელ გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას და სრულიად მიუღებლად მიაჩნია კანონპროექტებით გათვალისწინებული ფარული მოსმენების სისტემების ფუნქციონირებისათვის რაიმე სახის, მათ შორის, არაპროგნოზირებადი და ფარული ხარჯების დაკისრება ელექტრონული კომუნიკაციის მომსახურების ოპერატორებისათვის“, - განმარტავენ კომპანიაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day