Home
Category
TV Live Menu

ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტი გადაწყვეტილებას 10 დღეში მიიღებს

58b6e8b577605
BM.GE
01.03.17 19:28
1033
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ 10 დღიან ვადაში პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ფარული მოსმენელის შესახებ კანონს, თუ მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნოს უკან საქართველოს პარლამენტს.

"ეს 10 დღიანი ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებული შემოვა ჩვენთან.

შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ. 10 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც კანონი შემოვა ჩვენთან გადავწყვიტოთ ხელს ვაწერთ მას, თუ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების შესაბამისად მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებთ უკან", - განაცხადა ანა დოლიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day