Home
Category
TV Live Menu

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყარო საპენსიო კაპიტალია"

5a02b8ef9599e
BM.GE
08.11.17 11:55
901
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყარო საპენსიო კაპიტალია, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა და საფონდი ბირჟს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საპენსიო რეფორმა ქვეყანაში კაპიტალის განვითარების კუთხით ერთ-ერთი ბიძგი იქნება, თუმცა საპენსიო თანხების ინვესტირება დივერსიფიცირებული უნდა იყოს, რათა მოსახლეობის დანაზოგები დაცული იყოს.

„იმისთვის, რომ განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი საჭიროა რამოდენიმე კომპნენტი: ბირჟაზე უნდა ხდებოდეს ფასიანი ქაღალდების მიწოდება, ემიტენტები უნდა არსებობდნენ და ქვეყანაში უნდა იყოს თავად კაპიტალი, რომელიც ფასიან ქაღალდებში მოხვდება.

უმეტესი ქვეყნების მაგალითზე საპენსიო კაპიტალი არის ერთ-ერთი ის მთავარი წყარო რომელიც მიემართება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში. რა თქმა უნდა ბევრი სხვა კომპონენტიცაა თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს ერთ-ერთი ბიძგი იქნება რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში საკმაოდ მცირე კერძო დანაზოგებია, შესაბამისად ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის საჭიროა დიდი თანხები და ეს შეიძლება იყოს საინვესტიციო ინსტიტუტები, შეიძლება იყოს კერძო თანხები და დანაზოგები. კერძო თანხების და კორპორატიულების ნაწილში კაპიტალი შედარებით მცირეა და ეს თანხა ძირითადად მიდის ან კერძო მიზნებისთვის ან კომპანიების შემთხვევაში ისევ ამ კომპანიების განვითარებაში.

შესაბამისად, სხვა დაფინანსების წყარო რომელიც შეიძლება შეიქმნას არის საპენსიო კაპიტალი, თუმცა აღნიშნული თანხა მხოლოდ ნაწილობრივ უნდა წავიდეს ამ ბაზარში და უნდა მოხდეს დივერსიფიცირება, მათ შორის უცხოურ ბაზრებზე რათა დანაზოგები დაცული იყოს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day