Home
Category
TV Live Menu

FBI-ის დირექტორი: თვალთვალის თავიდან აცილების მიზნით ვებ-კამერები წებოვანი ლენტით დაფარეთ

57dd1d6851629
BM.GE
17.09.16 14:38
1214
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომის მომხმარებელს თვალთვალის თავიდან ასაცილებლად კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სხვა მოწყობილობების ვიდეო კამერების წებოვანი ლენტით დაფარვას ურჩევს. ეს განცხადება ჯეიმს კომმა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის კვლევის კონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ მის ამ ჩვევას ბევრი სასაცილოდ იღებს, მაგრამ იგი ამას ყურადღებას არ აქცევს და ინტერნეტ მომხმარებლებს, თვალთვალის თავიდან აცილების მიზნით, ურჩევს იგივე გააკეთოს. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი აღნიშნულ მოქმედებას შესასვლელი კარისა და ავტომობილის დალუქვას ადარებს.

“თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მიხვალთ, ნახავთ, რომ ყველა კომპიუტერისა თუ ლეპტოპის მონიტორს პატარა სახურავი აქვს, რომლიც საჭიროების შემთხვევაში ვებ-კამერას ფარავს. ეს იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებმა თქვენი ნებართვის გარეშე ვერ დაგინახონ“-აღნიშნავს კომი.
გამოცემა The Independent კი აღნიშნავს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო თავის მხრივ, თავად იყენებს იმ ტექნოლოგიებს, რომელსაც პერსონალური კომპიუტერების გატეხვა და ვებ-კამერების მეშვეობით თვალთვალი შეუძლია. ასევე მიმდინარე წლის ივნისში, ინტერნეტ მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ უმსხვილესი სოციალური ქსელის ხელმძღვანელს მარკ ცუკერბერგს ლეპტოპის კამერა წებოვანი ლენტით ჰქონდა დაფარული.

Subscribe to our news

Get the main news of the day