საქართველოში დოლარში სესხები გაძვირდება. მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზო პუნქტით გაიზარდა. განაკვეთის 0.75%-იანი ზრდა აშშ-ის ისტორიაში უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია - მსგავსი გადაწყვეტილება FED-მა ბოლოს 1994 წელს მიიღო. რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?