Home
Category
TV Live Menu

ფერერო: ვრჩებით ქართულ ბაზარზე და საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს

594b5a49da66f
BM.GE
22.06.17 09:47
815
კომპანია ფერეროში მიიჩნევენ, რომ მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა საქართველოში მათ საქმიანობას პრობლემას არ შეუქმნის. Ferrero International-ის სტრატეგიული ბიზნეს ერთეულების მთავარი ოპერაციული ოფიცერი ალდო უვა „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანია ძირითადად ფოკუსირებულია არა სასოფლო სამეურნეო კომპანიად ჩამოყალიბებაზე, არამედ კომპანიაზე, რომელიც მაღალხარისხიან პროდუქტს აწარმოებს.

"კომპანია ფერეროს მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს თხილის კულტივაციაში და გარკვეულწილად მაგალითიც იყოს მათთვის. ჩვენ ძირითადად ფოკუსირებული ვართ არა სასაოფლო სამურნეო კომპანიად ჩამოყალიბებაზე, არამედ კომპანიაზე რომელიც მაღალხარისხიან პროდუქტს აწამროებს საუკეთესო და ნარჩევი თხილით. სწორედ იმისათვის არის საჭირო ბევრი გამოცდილი და მოტივირებული ფერმერის საქმეში ჩართულობა რომ ასეთი ნარჩევი თხილი მივიღოთ. ცხადია საქართველოს ბაზარზე პოზიციონირების გასაუმჯობესებლად ფერერო არ დაიშურებს თანხებს ინფრასტრუქტურისთვისთის, განსაკუთრებით კი თხილის საშრობი და შენახვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, ცხადია ჩვენ ვრჩებით ქართულ ბაზარზე და მეტიც, საინტერესო სამომავლო გეგმები გვაქვს, შესაბამისად ისედაც ნათელია რომ ჩვენ საქართველო მოგვწონს და ვინტერესდებით ამ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალით.

ცვლილება, რომელიც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში განხორციელდება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით არ არის რეტროაქტიული ანუ არ ეხება არსებულ მიწის საკუთრებას სხვადასხვა უცხოელი მოქალაქეების მიერ", - ამბობს ალდო უვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day