ფერმერებს ხორბლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ - მთავრობა საფურაჟე ხორბლის იმპორტს დროებით კრძალავს
BM.GE
13.07.23 23:18
• 76
მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს დროებით ზღუდავს - აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.