Home
Category
TV Live Menu

Ferrari ჩინეთიდან 621 000 ავტომობილს გამოიწვევს

57aec32e4b94f
BM.GE
13.08.16 10:50
1089
იტალირი ავტომწარმოებელი Ferrari ჩინეთიდან აირბაგების გაუმართავობის გამო, 621 000 ავტომობილს გამოიწვევს. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარისხის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში. ავტომობილების გამოწვევა 15 სექტემბრიდან დაიწყება და შეეხება Ferrari 458 Italia_ს, რომელიც 2010 წლის 1 მარტიდან 2011 წლის 30 სექტემბრის შუალედშია წარმოებული, ასევე Ferrari California-ს რომელთა გამოშვებაც 2009 წლის პირველი აპრილიდან 2011 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მოხდა. აირბაგის გაუმართავი მუშაობა მგზავრებისათვის საფრთხის შემცველია, რაც მთავარი მიზეზი გახდა კომპანიისთვის რომ გაყიდული ავტომობილები უკან გამოიწვიონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day