Home
Category
TV Live Menu

ფეთქებადსაშიშროების გამო Samung-მა ამერიკის ბაზრიდან 3 მილიონი სარეცხის მანქანა ამოიღო

581d8e9a9726e
BM.GE
05.11.16 11:46
1726
Samsung galaxy Note 7-ის შემდეგ ტექნიკის მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა კომპანია Samung-მა 3 ათასამდე სარეცხის მანქანა გაყიდვიდან ამოიღო. მიზეზი ამჯერადაც იგივეა - ტექნიკის ფეთქებადსაშიშია.

სარეცხი მანქანები კომპანიამ ამერიკის ბაზრიდან ამოიღო. ამერიკის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების დეპარტამენტის დასკვნით, სარეცხი მანქანები შესაძლოა მოულოდნელად აფეთქდეს და მომხმარებელს ზიანი მიაყენოს.

საუბარია სარეცხის მანქანებზე, რომლებიც გამოშვებულია 2011 წლის მარტიდან 2016 წლის ნოემბრის შუალედში.

სარეცხის მანქანის აფეთქების გამო Samsung-მა 9 ანგარიში მიიღო, რომლებშიც ნათქვამია, რომ ტექნიკის აფეთქებამ რიგ შემთხვევებში გამოიწვია ყბის მოტეხვა, მხარის და სხვა სხვა ტიპის დაზიანებები.

Subscribe to our news

Get the main news of the day