Home
Category
TV Live Menu

ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 16 ქვეყანაში Made in Georgia-ს სახელით იყიდება

598aaf116eb24
BM.GE
09.08.17 10:41
1060
კომპანია crosty ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელს გასული წლის ნოემბრიდან აწარმოებს. ქართული ფეხსაცმელის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ონლაინ შეკვეთითაა შესაძლებელი. ამასთან, ქართული ბრენდი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში Wolf Badger-ში იყიდება. შემოდგომიდან კი ქართული ბრენდი ტოკიოს და სტოკჰოლმის ბრენდულ მაღაზიებში გამოჩნდება. კომპანიის დამფუძნებლების მიზანია, რომ მათი პროდუქცია მსოფლიოს ყველა „მეტროპოლიტენ ქალაქში გაიყიდოს“ .

გიორგი მიქაიამ ბიზნესი თავის ძმასთან ერთად 2 წლის წინ დაიწყო, - ფეხსაცმლის შესაკერად პროდუქცია იტალიიდან ჩამოაქვთ, წარმოება კი ქუთაისშია.

„ჩვენი პროდუქცია ხარისხით სხვა ბრენდულ ფეხსაცმელს არაფრით ჩამოუვარდება. პროდუქცია იმავე საწარმოებიდან მოგვაქვს, რომლიდანაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.

გვსურდა ხარისხიანი ფეხსაცმლის ბრენდი შეგვექმნა და ძალიან გვინდა რომ Made In Georgia პროდუქცია გამოჩნდეს მსოფლიოს რუკაზე.

წელიწადნახევარი დავუთმეთ საწარმოს გამართვას, ჩამოვიყვანეთ ტრენერები იტალიიდან. შეგვეძლო პროდუქცია იტალიაში გვეწარმოებინა, ეს უფრო იაფიც დაგვიჯდებოდა, რადგან ყველა მასალა იტალიიდან ჩამოგვაქვს, თუმცა გვინდა , რომ საქართველოს სახელი გლობალურ ბაზარზე გავიყვანოთ“, - ამბობს გიორგი მიქაია „საქმის კურსთან“ საუბრისას. მისი თქმით, საქართველოს მსგავსი პროდუქციის წარმოების გამოცდილება აქ აქვს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობს, რომ საწარმოების უმრავლესობას დახმარება კადრების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სჭირდება.

„ამჟამად იმ ეტაპზე ვართ როდესაც სტარტაპიდან უნდა გადავიდეთ ბრენდულ სეგმენტში. რამოდენიმე მაღაზიაში ერთდროულად შევდივართ. კომპანია გეგმის მიხედვით ვითარდება. ჩვენი პროდუქციის წარდგენის არცერთ მაღაზიაში არ გვრცხვენია.

საქართველო მასიურად მსგავს პრდუქტს ვერასდროს აწარმოებს რადგან ნედლეული არ გვაქვს. სწორედ ამიტომ ჯდება იტალიაში იაფი, რადგან ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისაა“, - ამბობს გიორგი მიქაია.

Subscribe to our news

Get the main news of the day