ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
"კონსოლიდირებულ ტენდერში არ გაიმართება ვაჭრობის დამატებითი რაუნდები. გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომლის სატენდერო წინადადება შესაბამისობაში იქნება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან", - ნათქვამის შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულმა ოპერატორებმა სატენდერი წინადადებების წარდგენა დღეიდან უნდა დაიწყონ, პროცესი 1 მარტს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა მობილურმა ოპერატორებმა, საჯარო სამსახურში დასაქმებული 260 ათასამდე აბონენტის სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება უნდა განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ - "ბილაინმა" შეიტანა, შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეწყდა. მიზეზად კონკურენციის არარსებობა დასახელდა.