Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ახალგაზრდებისთვის ინოვაციურ საერთაშორისო პროექტს “Disrupt Camp” იწყებს

BM.GE
27.01.22 00:24
366
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ახალგაზრდებისთვის ინოვაციურ საერთაშორისო პროექტს “Disrupt Camp” იწყებს! როგორც კომპანიაში განმარატევნ, პროექტი, ინოვატორი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად, რომელშიც თითოეულ ინდივიდს შესაძლებლობა ექნება, გამოიყენოს საკუთარი ცოდნა, განახორციელოს საკუთარი იდეები და შექმნას გამოწვევებთან გამკლავებისათვის საჭირო ინოვაციური გადაწყვეტები. “Disrupt Camp”-ი სამ ქვეყანაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები იმუშავებენ ტექნოლოგიებისა და მეცნიერების, მდგრადი განვითარების, ადამიანური რესურსებისა და ბიზნეს მიმართულებით. ამასთან, “Disrupt Camp”-ის პროექტების ოთხი ძირითადი მიმართულებაა: ესაა “მეცნიერება ყველასთვის” , “მომხმარებელი, როგორც გადაწყვეტილების ცენტრი” . “მწვანე მომავალი” და – “Mind Hunter”. “Disrupt Camp”-ში მონაწილეობის შედეგად კი ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ , გახდნენ “ფილიპ მორისის” გლობალური ქსელის წევრები და მიიღონ საერთაშორისო დონის პროფესიონალებთან ერთად მუშაობის გამოცდილება. რაც შეეხება პრიზებს, პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მიიღებს შესაძლებლობას, გაიაროს კურსი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, მეორე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები დასაჩუქრდებიან MacBook-ით, მესამე ადგილის მფლობელები კი მიიღებენ Apple Watch-ს. 

თუ გსურთ, გახდეთ ახალგაზრდული საერთაშორისო ქსელის წევრი, იმუშაოთ ინოვაციური პროექტების შექმნაზე და წვლილი შეიტანოთ უკეთესი მომავლის განხორციელების პროცესში, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა! მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, შექმენით პროექტი და გახდით“Disrupt Camp”-ის გამარჯვებული!

Subscribe to our news

Get the main news of the day